9.1. სამყაროს გაფართოების ტესტირება

 

სამყაროს გაფართოების კანონის დასაზუსტებლად საჭიროა შორეული ობიექტების დაკვირვება. დღეისათვის ყველაზე შორეული ობიექტი, რომლის დაკვირვებაც შესაძლებელია არის ზეახალი ვარსკვლავი. ზეახალი ვარსკვლავის აფეთქება სულ რამოდენიმე ათეულ დღეს გრძელდება. ამიტომ საჭიროა ზეახალის აღმოჩენა რაც შეიძლება სწრაფად, რათა დიდი სანდოობით დადგინდეს მისი აბსოლუტური ნათობის სიდიდე და მანძილი ობიექტამდე.

 

ღამის ცის რეგულარული მონიტორინგი მიმდინარეობს მორიგეობით სხვადასხვა ტელესკოპებზე ავტომატურ რეჟიმში. შემჩნეული ცვლილებები განიხილება ზეახალის კანდიდატებად და გადაეცემა ადამიანებს შესამოწმებლად. ამ ამოცანის გადასაჭრელად შექმნილია პროექტი „გალაქტიკური ტყე: ზეახალი ვარსკვლავები“, სადაც ყველა მსურველს შეუძლია თავისი წვლილი შეიტანოს კანდიდატების მიმოხილვაში და ზეახალის ვარსკვლავის აღმოჩენებში.

 

შედით სისტემაში, მიიღეთ მონაწილეობა კანდიდატების განხილვაში და აღმოაჩინეთ თქვენი ზეახალი ვარსკვლავი: http://supernova.galaxyzoo.org/

 

იხილეთ მიმოხილვის ტიპიური მაგალითი: http://supernova.galaxyzoo.org/how_to_take_part

მონაცემები იდება დაკვირვებითი სესიების შემდეგ (შემდეგი სესია 25 მარტი, 2011).