5.1. ცეფეიდები

 

პულსირებადი ცვალებადი ვარსკვლავების მნიშვნელოვანი წარმომადგენელია ცეფეიდის ტიპის ვარსკვლავები. ცეფეიდები განიცდიან სიკაშკაშის მკაცრად პერიოდულ ცვლილებას. ამ ტიპის ვარსკვლავები გამოირჩევიან არა მხოლოდ სიკაშკაშით, არამედ ცვალებადობის ზუსტი კანონით, რაც მათი ასაკისა და მანძილის დასადგენად გამოიყენება. ცეფეიდები ასტრონომიაში ხშირად ასრულებენ სტანდარტული სანთლის როლს.

 

აღწერეთ ცეფეიდების ფიზიკური თვისებები; ნათობისა და პერიოდულობის დამოკიდებულება; აღწერეთ მათი ნათობის პერიოდული ცვლილების ფიზიკური მექანიზმი;

მოკლედ აღწერეთ ცეფეიდებამდე მანძილის გათვლის მეთოდიკა; მოიყვანეთ ყველაზე ცნობილი ცეფეიდების მაგალითები;

 

 

სასარგებლო ბმულები:

http://en.wikipedia.org/wiki/Cepheid_variable

http://outreach.atnf.csiro.au/education/senior/astrophysics/variable_cepheids.html

http://en.wikipedia.org/wiki/Variable_star

 

 


 

5.2. არასითბური გამოსხივება

 

თანამედროვე ასტროფიზიკის ერთერთი უმძლავრესი იარაღია სპექტრული ანალიზი. ამ მეთოდის საშუალებით შესაძლებელია მაგალითად მნათობის სითბური გამოსხივების სპექტრით დავადგინოთ ტემპერატურა ობიექტის ზედაპირზე. როგორც ცნობილია ელექტრომაგნიტური ტალღები აღიძვრება დამუხტული ნაწილაკების აჩქარებული მოძრაობისას. ამ ტიპის ელექტრომაგნიტური გამოსხივება ხშირად განსხვავდება სითბური გამოსხივებისაგან. აღწერეთ დღეისათვის ცნობილი არასითბური გამოსხივების ძირითადი ტიპები. გამოსხივების მიზეზები და შესაძლო სიხშირეები; აიერჩიეთ ერთერთი:

 

კომპტონის გაფანტვა; მაგალითები;

ციკლოტრონული და სინქროტრონული გამოსხივება; მაგალითები;

ჩერენკოვის გამოსხივება; მაგალითები;

 

 

http://en.wikipedia.org/wiki/Compton_effect

http://en.wikipedia.org/wiki/Cyclotron_radiation

http://en.wikipedia.org/wiki/Synchrotron_radiation

http://en.wikipedia.org/wiki/Cherenkov_radiation

http://en.wikipedia.org/wiki/Thermal_radiation