სამაგისტრო ნაშრომის თემები

 

MSc: ასტროფიზიკური/გეოფიზიკური დისკების დინამიკა

 

- პროტოპლანეტური დისკების დინამიკა: თერმოდინამიკური არაერთგვაროვნებების ანალიზი

ამოცანის მიზანია ძირითადად ანალიზური მეთოდებით ჰიდროდინამიკურ პროტოპლანეტარულ დისკებში წრფივ შეშფოთებათა ანალიზი გარემოს სტრატიფიკაციის გათვალისწინებით. ეს გულისხმობს როგორც ვერტიკალური კონვექციის, ასევე რადიალურად ბაროკლინური ტალღების და არამდგრადობების ანალიზს. დამატებითი ინფორმაციისთის იხილეთ Tevzadze et al. 2008, ან მიმართეთ alexander.tevzadze@tsu.ge.

 

MSc: ასტროფიზიკური დინებების რიცხვითი მოდელირება

ამოცანის მიზანია ასტროფიზიკურ დისკებში გრიგალების გენერაციის და პლანეტების ჩანასახების გაჩენის საკითხების რიცხვითი კვლევა. პირდაპირი რიცხვითი მოდელირების კოდის PLUTO-ს საშუალებით (რიმან/გოდუნოვის სოლვერი) კუმშვადი დამაგნიტებული ან დაუმაგნიტებელი დინების, გრიგალების, ტალღების და დარტყმითი ტალღების დინამიკის შესწავლა. დამატებითი ინფორმაციისთის იხილეთ Bodo et al. 2005, Bodo et al. 2007, http://plutocode.ph.unito.it/  ან მიმართეთ alexander.tevzadze@tsu.ge. 

 

MSc: დიდ-მასშტაბიანი ასტროფიზიკური მაგნიტური ველების გენერაცია/დინამიკა

ამოცანის მიზანია სამყაროში მაგნიტური ველების ევოლუციის მოდელირება მაგნიტოჰიდროდინამიკური ტურბულენტობის პროცესის გათვალისწინებით. Tevzadze et al. 2012, Kahniashcili et al. 2010, დამატებითი ინფორმაციისთის მიმართეთ alexander.tevzadze@tsu.ge.

 

MSc:  მაგნიტური ველები სამყაროში: მდგრადობა და გრავიტაციული ფრაგმენტაცია

 

- დიდმასშტაბოვანი მაგნიტური ველების დინამიკა სამყაროში

ამოცანის მიზანია მაგნიტური ველების დინამიკის შესწავლა სამყაროს დიდმასშტაბოვან ობიექტებში: გალაქტიკებში, გალაქტიკურ ქარებში, გალაქტიკურ გროვებში და გროვათაშორის გარემოში. გამოყენებული იქნება დაუჯახებელი პლაზმის მაგნიტოჰიდროდინამიკური აღწერა ზნევის, ტემპერატურისა და სითბური ნაკადების ანიზოტროპიის გათვალისწინებით. შესწავლილი იქნება როგორც კლასიკური ანიზოტროპული არამდგრადობები, ასევე სითბური ნაკადებით გამოწვეული მოდიფიკაციები. სხვადასხვა ასტროფიზიკური ობიექტისათვის შეფასებული იქნება  შედეგების გამოყენების არეალი. დამატებითი ინფორმაციისთის მიმართეთ alexander.tevzadze@tsu.ge.

 

MSc: ასტროფიზიკური დისკო-ჭავლის (ჯეტის) სტრუქტურა: ფორმირება. მდგრადობა, წრფივი და არაწრფივი ანალიზი

 

აკრეციული დისკების მდგრადობა; ტურბულენტური სიბლანტის ალფა მოდელი. ანალიზური გამოთვლები და რიცხვითი მოდელირება. დამატებითი ინფორმაციისთის მიმართეთ alexander.tevzadze@tsu.ge.

 

MSc: პროტოპლანეტარული დისკებისა და პლანეტების ფორმირების დინამიკა

- არამზიური პლანეტები: დაკვირვებით მონაცემთა სტატისტიკური ანალიზი

ამოცანა გულისხმობს დღეისათვის აღმჩენილი არამზიური პლანეტების დაკვირვებითი მონაცემების ანალიზს პლანეტების წარმოშობის, მიგრაციისა და ვარსკვლავური მოდელების გათვალისწინებით. ამოცანა მიზნად ისახავს დადგინდეს შესაძლო კავშირი დაკვირვებული არამზიური პლანეტების (exoplanets)  სტატისტიკურ განაწილებასა და პლანეტების წარმოშობის თეორიებს შორის, რაც დღეისათვის დაუდგენელია. დამატებითი ინფორმაციისთის მიმართეთ alexander.tevzadze@tsu.ge.

 

 

საბაკალავრო ნაშრომის თემები

 

BSc: არამზიური პლანეტების დაკვირვებითი თვისებების სტატისტიკა

 

BSc: ასტროფიზიკური / გეოფიზიკური დინებების დინამიკა

 

BSc: ასტროფიზიკური დისკოები და ჭავლები (ჯეტები) - მდგრადობის ამოცანები, წრფივი ანალიზი

 

BSc: დიდ-მასშტაბიანი ასტროფიზიკური დინებების აჩქარება / გენერირება

 

BSc: პლანეტების წარმოშობა: ჩანასახების ფორმირება

 

BSc: ტალღები და გრიგალები ასტროფიზიკური წანაცვლებით დინებებში

 

 

საკონფერენციო ნაშრომის თემები

 

პროტოპლანეტური დისკების დინამიკა და პლანეტების წარმოშობის ადრეული ეტაპები;

იხ. Armitage. P. “Dynamics of Protoplanetary Disks  2011

 

არამზიური პლანეტების თვისებები და დაკვირვებები;

http://exoplanet.eu/

 

ვარსკვლავების წარმოშობა და სფერული დინებები: ბონდის აკრეცია

http://www.tevza.org/home/course/AF2011/Lecture2.pdf

 

ორმაგი სისტემების მდგრადობა; აკრეცია და როშეს სფერო; კატაკლიზმური ცვლადები;